Wednesday, June 9, 2010

ავტომობილის სამშობლოს რუკა


View Larger Map
1896 წლის 3 დეკემბერს ჰენრიხ ერჰარდტმა (Heinrich Ehrhardt) ქ. აიზენაჰში დააარსა ქარხანა სამხედრო მანქანების და როგორც არ უნდა გაგიკვრიდეთ, ველოსიპედების საწარმოებლად. იგი უკვე მეხუთე გახლდათ ახლომახლო ტერიტორიაზე. ერხარდი ალბათ სულ მუქი მწვანე ველოსიპედების, სასწრაფოს მანქანების და სამხედრო მანქანების წარმოებით იქნებოდა დაკავებული, რომ არა წარმატება რომელიც დაიმლერმა და ბენცმა მოიპოვა თავისი ავტომანქანების წარმოების წყალობით.

გადაწყდა შეექმნათ რაღაცა მსუბუქი, არა სამხედრო და რა თქმა უნდა კონკურენტების ნაწარმისაგან განსხვავებული. დროისა და ფულის ეკონომიის მიზნით ერჰარდმა ლიცენზია ფრანგებისაგან შეიძინა. პარიზის ავტომობილს “დიუკავილი” ეწოდებოდა.

სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას ახლანდელი BMW-ს წინაპარი. ამ ქმნილებას “მოტორიზირებული ეტლი - Wartburg” - ერქვა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1898 წლის სექტემბერში, “Wartburg”-ი დუსელდორფში ჩამობრძანდა და საავტომობილო გამოფენაზე თავისი ადგილიც დაიმკვიდრა დაიმლერის, ბენცის, ოპელისა და დიურკოპის გვერდით.

კიდევ ერთი ქლის შემდეგ მოტორიზირებულმა ეტლმა იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი საავტომობილო რბოლის გამარჯვებული გახდა। საუბარია დრეზდენი-ბერლინზე, ააჰენი-ბონზე და არა მარტო। “ვორთბურგი” ოქროს საბადო აღმოჩნდა। მან არსებობის მანძილზე 22 მედალი მოიპოვა და მათ შორის ერთი “ელეგანტური დიზაინისათვისაც” კი მიიღო მეტის წაკითხვა...

Thursday, May 20, 2010


ავტომობილი (ავტო... და ლათ। mobilis - მოძრავი), ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.



პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა ამოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი। ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).