Wednesday, June 9, 2010

ავტომობილის სამშობლოს რუკა


View Larger Map
1896 წლის 3 დეკემბერს ჰენრიხ ერჰარდტმა (Heinrich Ehrhardt) ქ. აიზენაჰში დააარსა ქარხანა სამხედრო მანქანების და როგორც არ უნდა გაგიკვრიდეთ, ველოსიპედების საწარმოებლად. იგი უკვე მეხუთე გახლდათ ახლომახლო ტერიტორიაზე. ერხარდი ალბათ სულ მუქი მწვანე ველოსიპედების, სასწრაფოს მანქანების და სამხედრო მანქანების წარმოებით იქნებოდა დაკავებული, რომ არა წარმატება რომელიც დაიმლერმა და ბენცმა მოიპოვა თავისი ავტომანქანების წარმოების წყალობით.

გადაწყდა შეექმნათ რაღაცა მსუბუქი, არა სამხედრო და რა თქმა უნდა კონკურენტების ნაწარმისაგან განსხვავებული. დროისა და ფულის ეკონომიის მიზნით ერჰარდმა ლიცენზია ფრანგებისაგან შეიძინა. პარიზის ავტომობილს “დიუკავილი” ეწოდებოდა.

სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას ახლანდელი BMW-ს წინაპარი. ამ ქმნილებას “მოტორიზირებული ეტლი - Wartburg” - ერქვა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1898 წლის სექტემბერში, “Wartburg”-ი დუსელდორფში ჩამობრძანდა და საავტომობილო გამოფენაზე თავისი ადგილიც დაიმკვიდრა დაიმლერის, ბენცის, ოპელისა და დიურკოპის გვერდით.

კიდევ ერთი ქლის შემდეგ მოტორიზირებულმა ეტლმა იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი საავტომობილო რბოლის გამარჯვებული გახდა। საუბარია დრეზდენი-ბერლინზე, ააჰენი-ბონზე და არა მარტო। “ვორთბურგი” ოქროს საბადო აღმოჩნდა। მან არსებობის მანძილზე 22 მედალი მოიპოვა და მათ შორის ერთი “ელეგანტური დიზაინისათვისაც” კი მიიღო მეტის წაკითხვა...